GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მონაწილობით პროექტი, „ღვინის ტურიზმი“ დაიწყო

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (GWTO) ერთობლივი პროექტი, „ღვინის ტურიზმი“ დაიწყო.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, 24-25 ნოემბერს, პროექტის ფარგლებში, ორი შეხვედრა (ღვინის ტურიზმი საქართველოში, მევენახეობა და მეღვინეობა) გაიმართა.

პირველ შეხვედრაზე, ტრენერმა, გივი ყუფარაძემ (ტურიზმის დარგის ექსპერტი) ღვინის ტურიზმის განსაზღვრებაზე, ღვინის ტურიზმში ჩართული ძირითადი მხარეებისა და როლის გამოკვეთასა და საქართველოს ღვინის ტურიზმის გეოგრაფიაზე ისაუბრა.

მეორე შეხვედრაზე, ტრენერმა, ოლან გოცირიძემ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი) და შენგელი კიკილაშვილმა (ამპელოგრაფი, ღვინის კომპანია “შუმი”) ძირითადი ქართული ვაზის ჯიშების, ღვინის დამზადების ძირითადი ტექნოლოგიური სქემების, ქვევრი და ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიისა და ღვინოების კლასიფიკაციის შესახებ ისაუბრეს.

პროექტი „ღვინის ტურიზმი“ სულ ცხრა სატრენინგო შეხვედრას მოიცავს, რომელიც ტარდება, როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ასევე, სხვადასხვა გარე ლოკაციაზე, რომელიც თეორიულ სწავლებასთან ერთად, უმეტესად პრაქტიკული კომპონენტებისგან შედგება.

აღსანიშნავია, რომ წარმატებული კურსდამთავრებული მოიპოვებს ორკვირიანი პროფესიული პრაქტიკის უფასოდ გავლის შესაძლებლობას ესპანეთში.

კურსდამთავრებულს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (GWTO) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცემა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური