GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები დმანისის მუზეუმ-ნაკრძალს ესტუმრნენ

28 სექტემბერს, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები დმანისის მუზეუმ-ნაკრძალს ესტუმრნენ, სადაც უძველესი ადამიანებისა და უცხოველების ნეშთები მოინახულეს, ასევე გაეცნენ დმანისის ისტორიულ მნიშვნელობას შუა საუკუნეების საქართველოსთვის, ქალაქის არქიტექტურასა და სამონასტრო კომპლექსს.

აღსანიშნავია, რომ დმანისის ძეგლის კვლევის შედეგებმა, რომელმაც საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია, სრულიად შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ.

დმანისის ისტორიულ ექსკურსს კსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი ქეთევან შოშიაშვილი უძღვებოდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური