GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ჰერალდიკის ეროვნულ საბჭოში სტაჟირებას გაივლიან – უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა

30 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც ღონისძიებაზე გაცხადდა, მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას ითვალისწინებს. კერძოდ, CIU-ის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში სტაჟირების გავლის უფლება ექნებათ.

ღონისძიება საზეიმოდ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი.

„გვაქვს პატივი, ვიხილოთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჰერალდიკის საბჭოს შორის მჭიდრო თანამშობლობა და დავესწროთ მემორანდუმის გაფორმობის ცერემონიალს. ჩემთვის, როგორ მოქალაქისთვის, ეს ნამდვილად საამაყოა. ვმასპინძლობთ და ვთანამშრომლობთ იმ ადამიანთან, რომელმაც შექმნა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკა-დროშა და გერბი“, – განაცხადა გიორგი ფარეშიშვილმა.

ღონისძიების გახსნითი სიტყვის შემდეგ, საზეიმო ვითარებაში გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ და სახელმწიფო გერბისა და დროშის ავტორმა, მამუკა გონგაძემ.

მამუკა გონგაძემ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და სტუდენტებისთვის საინფორმაციო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ჰერალდისკის სახელმწიფო პოლიტიკა”.
მან ამომწურავად ისაუბრა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ.

როგორც ღონისძიების დასრულების შემდეგ, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭის თავმჯდომარე, მამუკა გონგაძემ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, ის მოხარულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობით და უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც სტაჟირებას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში გაივლიან, წარმატებები უსურვა:

„მოხარული ვარ, რომ წარმატებით შედგა თანამშრომლობა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის. სტუდენტებისთვის ასეთი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჰერალდიკის ეროვნულ საბჭოში გაიარონ სტაჟირება. წარმატებებს ვუსურვებ“.

ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სივრცეში, თემატური გამოფენაც მოეწყო, სადაც საქართველოს ისტორიული სახელმწიფო რუკები და ქართული სახელმწიფო სიმბოლოები იყო გამოფენილი, რომელიც სტუდენტებმა სტუმართან და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველის თქმით, 30 ნოემბერს გამართული ღონისძიება საზეიმოა, რადგან უნივერსიტეტის სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაუჩნდათ.

„მოხარულნი ვართ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამით, ჩვენს სტუდენტებს ახალი შესაძლებლიბები მიეცათ. მემორანდუმი ითვალისწინებს, როგორც ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი სამუშაოს განხორციელებას, ასევე, სტაჟირებას ჩვენი სტუდენტებისთვის. ეს შესაძლებლობა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ის მიზნები რომლებიც ერთობლივად გვაქვს დასახული, აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან გიორგი ფარეშიშვილმა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური