GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს „ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლები შეხვდნენ

11 ნოემბერს, ბუღალტერიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს „ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. ორგანიზაციის დამფუძნებელმა ტატიანა ბერიძემ და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ახალაიამ, კსუ-ის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნეს „ბუღალტერთა კავშირის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და არსებული ვაკანსიები.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციაში გაერთიანებულია 6500-ზე მეტი ბუღალტერი და აუდიტორი. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს შრომის ბაზრის ტენდენციებზე საბუღალტრო, საგადასახადო და აუდიტორული მომსახურების სფეროში.

საინფორმაციო შეხვედრა კსუ-ის კარიერული განვითარების სამსახურისა და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის თეა ლაზარაშვილის ორგანიზებით გაიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური