GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს დავით მიზანდარი შეხვდა

6 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს Qvevry.com პროექტის ავტორი დავით მიზანდარი შეხვდა. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე 3D ტექნოლოგიებით ქვევრის დამზადებას, რაზეც სტუმარმა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტაციის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

ასევე, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 3D ტექნოლოგიით დამზადებული პირველი ქვევრი, რამაც აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს, დავით მიზანდარსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური