GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტთა მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართა

12-13 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ ფორმატში გაიმართა.

გახსნით შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე წარდგნენ: კსუ-ს რექტორი, კახაბერ კორძაია; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მარინა გედევანიშვილი; სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, სესილი გოგიბერიძე; ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აქბარ ყასემი ალი აბადი; საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში, ჰამიდ მოსტაფავი.

შეხვედრას მოდერატორობას უწევდა კსუ-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო მინდიაშვილი.

გახსნითი შეხვედრის შემდეგ მომხსენებლები უკვე სექციებში გადანაწილდნენ. კონფერენციაში, რომელშიც 200 მომხსენებელი მონაწილეობდა, 13 სექცია და ქვესექცია გამოიყო:

12 ივნისი

  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ჟურნალისტიკა;
  • სამართლი;
  • მევენახეობა-მეღვინეობა;
  • მედიცინა;
  • მედიცინა / სტომატოლოგია;

13 ივნისი

  • ბიზნესი / ფინანსები;
  • ბიზნესი / ტურიზმი;
  • ბიზნესი / მენეჯმენტი&ეკონომიკა;
  • ბიზნესი / მაგისტრანტები&დოქტორანტები;
  • ირანისტიკა (ორი ქვესექცია);
  • მომავალი სტუდენტები (მოსწავლეების სექცია).

კონფერენციის დასრულების შემდეგ ყველა მომხსენებელს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური