GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები კომპანია „მტევინოს“ ეწვივნენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, მულტიმედია ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია „მტევინოს“ ეწვია.

სოფელ ხაშმში 10 ჰექტარზე გაშენებული ვენახებისა და საწარმოს გარდა, კომპლექსში ერთიანდება მარანი, ღვინის ქარხანა, სადეგუსტაციო სივრცე, ვერანდა-რესტორანი და სასტუმრო.

ვახტანგ წივწივაძეს „მტევინოს“ ინფრასტრუქტურა კომპანიის წარმომადგენლებმა დაათვალიერებინეს. სტუმრებმა საწარმოში დაწურული ღვინოებიც დააგემოვნეს. შეხვედრისას მხარეებმა სამომავლოდ, თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

კომპანია „მტევინოს“ მულტიფუნქციური ნაგებობა დასრულებულ სახეს რამდენიმე თვეში მიიღებს. 2020 წლის იანვრის ბოლოს კი აქ წარმოებული რვა სახეობის ღვინო ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გავრცელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური