GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩეხეთიდან სამხრეთ მორავიის დელეგაციას უმასპინძლა

12 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩეხეთიდან სამხრეთ მორავიის დელეგაციას უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით სავაჭრო მისიით ჩამოვიდნენ.

ჩეხეთის წარმომადგენლებს შორის იყვნენ მენდელუს უნივერსიტეტის ბიზნესისა და მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტების ხელმძღვანელები, ასევე სამხრეთ მორავიის საკონსულოს წევრი იანა პეიხალოვა და ჩეხური ღვინის კომპანია “Skalák“-ის დამფუძნებლები – ლეონა შიებესტოვა და ლუდეკ შიებესტა, რომლებსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორი კახაბერ კორძაია და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლან გოცირიძე.

სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს უნივერსიტეტის მარანი, დააგემოვნეს მარანში დამზადებული რქაწითელი და თავკვერი, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს. ატუმრებმა აღნიშნეს საქართველოს, როგორც ღვინის განვითარებულ რეგიონის როლი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მენდელუს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური