GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა The Financial Times-ის საგანმანათლებლო ლიცენზია მიიღო

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მსოფლიოში აღიარებული გამოცემის The Financial Times საგანმანათლებლო ლიცენზია მიიღო (Financial Times Education License).

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ლიცენზიით 2020 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო რეიტინგის ტოპ 20 ყველაზე ცნობილი ბიზნეს სკოლიდან 19 სარგებლობს.

საგანმანათლებლო ლიცენზია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს შესაძლებლობას აძლევს განავითაროს სტუდენტებისათვის შეთავაზებული სასწავლო პროგრამები, Financial Times-ის მიერ ექსკლუზიურად მოწოდებული უახლეს და მუდმივად განახლებად საგანმანათლებლო მასალებზე დაყრდნობოთ, ამავდროულად, უწყვეტად მიიღოს უახლესი კვლევები და ინფორმაცია ბაზრის ანალიზის შესახებ. პარალელურად, ბიზნესის ფაკულტეტი იღებს ექსკლუზიურ ულიმიტო დაშვებას ლიცენზიანტის სტატუსით FT-ის უმაღლესი რანგის ღონისძიებებზე.

ლიცენზიის მოქმედების განმავლობაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საჭიროების მიხედვით უზრუნველყოფლია FT- ის მიერ შემოთავაზებული ყველა შესაბამისი სერვისით (ტრენინგების სერია, საკონსულტაციო შეხვედრები და ა.შ.). ამავდროულად, CIU ბიზნესის ფაკლულტეტს შესაძლებლობა ეძლევა Financial Times-ის პარალელურად, შეუზღუდავად ისარგებლოს ისეთი მესამე მხარის პლატფორმებით, როგორებიცაა: Factiva, Bloomberg და LexisNexis.

Financial Times-ის საგანმანათლებლო ლიცენზიის ხელშეწყობით, ამჟამად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესის განახლების აქტივობების პარალელურად, საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციასთან ერთად მიმდინარეობს სწავლების სხვა დამხმარე მოდულების ფორმირება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური