კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველოს საპატრიარქოსა და სამედიცინო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
30 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელმაც ახალ სამმხრივ პარტნიორობას ჩაუყარა საფუძველი.
საქართველოს საპატრიარქოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრმა ოფიციალურად შეიძინა საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი.
ეს გადაწყვეტილება ახალ ეტაპს წარმოადგენს კლინიკის საქმიანობაში, რაც პრაქტიკული მედიცინისა და აკადემიური სფეროს ინტეგრაციას გულისხმობს. მხარეები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლებასა და სამედიცინო ცენტრის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
-
„აღმოაჩინე, იკვლიე, შექმენი“ – CIU-მ უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის სამეცნიერო კვირეულს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სიტყვაკაზმული ქართული მწერლობის „ცოცხალი ტექსტები“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში CIU-სა და თსუ-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
by ARIS.GE-განათლება
-
CIU-ს ვიცე-რექტორი და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი აშშ-ში მიმდინარე NAFSA 2026-ში მონაწილეობენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი