GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

9 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სტუდენტთა დახვედრის ღონისძიება უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანანო წივწივაძემ გახსნა, შემდეგ კი სიტყვით რექტორი კახაბერ კორძაია და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ირაკლი ბანძავა წარსდგნენ.

მათ სტუდენტებს ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვეს და სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობებში ჩართვისკენ მოუწოდეს. ოფიციალური მისალმების შემდეგ, პირველკურსელ სტუდენტებს ფაკულტეტების დეკანები, პროგრამის ხელმძღვანელები და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც მათ მიმდინარე სასწავლო პროცესისა და სხვადასხვა აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

დახვედრის ღონისძიებას მუსიკალურად DJ გიგა პაპასკირი აფორმებდა, პოზიტიური მომენტები კი სტუდენტებმა სამახსოვრო ფოტოებითა და გიფებით აღბეჭდეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური