GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი ტრენინგი „სოციალური ქსელის ანალიზის გამოყენება ტურიზმში” ჩატარდა

კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით ინგლისურენოვანი ტრენინგი – „სოციალური ქსელის ანალიზის გამოყენება ტურიზმში” – ჩატარდა.

ტრენინგს კსუ-ს პარტნიორი ალკალას უნივერსიტეტის (ესპანეთი) ბიზნესისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები – სალვადორ სანჩეს-ალონსო და მიგელ კამბასი გაუძღვნენ.

ინტენსიური პრაქტიკული ტრენინგი ორიენტირებული იყო სოციალური ქსელის რესურსების ანალიზის ტექნიკისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე. ტრენინგ კურსი მოიცავდა შემდეგ თემატიკას:

  • სოციალური ქსელის ანალიზი და კონკრეტული მაგალითები;
  • მონაცემთა სიმრავლე და ტურიზმი;
  • Case study and previous experience.

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, პროფესორები კსუ-ს რექტორს, კახაბერ კორძაიას შეხვდნენ, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ალკალას უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულები და ახალი შესაძლებლობები განიხილეს.

ტრენინგი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური