GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება

პირველკურსელთა საყურადღებოდ! – იწყება რეგისტრაცია 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისათვის.

  • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა);
  • სამართლის ფაკულტეტზე (სამართალმცოდნეობა);
  • ბიზნესის ფაკულტეტზე (ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი);
  • მედიცინის ფაკულტეტზე (ფარმაცია, მედიცინა, სტომატოლოგია);
  • მევენახეობა-მეღვინეობის ფაკლუტეტზე (ქართული მევენახეობა-მეღვინეობა).

პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ჩარგლის ქუჩა N73 პირველ სართულზე, 101-ე აუდიტორიაში.

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი შემდეგი საბუთები:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან.

სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისი, ვითიბი და ბაზის ბანკში ე.წ. კომუნალური გადახდის წესით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სტუდენტის პირადი ნომრის მითითებით. ასევე, შესაძლებელია TBC PAY-სა და საქართველოს ბანკის (Express Bank) გადახდის აპარატებით სარგებლობა.

სემესტრული გადასახადი შეადგენს:

  • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა) – 1250 ლარი;
  • სამართლის ფაკულტეტი (სამართალმცოდნეობა) – 1250 ლარი;
  • ბიზნესის ფაკულტეტი (ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი) – 1250 ლარი;
  • მედიცინის ფაკულტეტი (მედიცინა, სტომატოლოგია) – 1475 ლარი;
  • მედიცინის ფაკულტეტი (ფარმაცია ) – 1125 ლარი;
  • მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი (ქართული მევენახეობა-მეღვინეობა) -1125 ლარი.

სწავლის დაწყების თარიღია 9 სექტემბერი.

შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი, ვალდებულია რეგისტრაციის დროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური