GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დეტალები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დეტალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ინგლისური ენის გამოცდები:

ბიზნესის ფაკულტეტი:

საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე 13 სექტემბერს, 12:00 საათზე, 72-ე ოთახში, ჩატარდება ინგლისური ენის გამოცდა.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე 13 სექტემბერს, 12;00 საათზე, 72-ე ოთახში, ჩატარდება ინგლისური ენის გამოცდა.

სპეციალობების მიხედვით გამოცდები:

  1. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე სპეციალობის წერითი გამოცდა ჩატარდება: 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, 403-ე აუდიტორიაში;
  2. ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე (აპლიკანტთა რაოდენობების მიხედვით მოხდება აუდიტორიებში გადანაწილება) სპეციალობის წერითი გამოცდა ჩატარდება: 14 სექტემბერს, 17:00 საათზე, 401, 411 და412-ე აუდიტორიებში;
  3. სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სპეციალობის წერითი გამოცდა ჩატარდება:14 სექტემბერს, 17 საათზე და19 საათზე, 602-ე აუდიტორიაში და უნივერსიტეტის კაფეტერიაში.
  4. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: (აპლიკანტთა რაოდენობების მიხედვით მოხდება 314 და 309-ე აუდიტორიებში გადანაწილება):
  • საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სპეციალობის წერითი გამოცდა ჩატარდება 14 სექტემბერს 13;00 საათზე;
  • გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სპეციალობის წერითი გამოცდა ჩატარდება 14 სექტემბერს 13:00 საათზე;
  • მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალობის წერითი გამოცდა ჩატარდება 14 სექტემბერს 13:00 საათზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური