GE

სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში 8 200-ზე მეტი შტატიანი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული

საქართველოს კერძო და საჯარო  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ძირითად შტატში 8,231 პროფესორ-მასწავლებელია დასაქამებული. აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, გამოყოფილია პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობაში მოიაზრება: სრულ პროფესორი, ასოცორებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი მასწავლებლები და სხვა.

EDU.ARIS.GE-ასევე დაინტერესდა, ვინ იგულისხმება „სხვა“ – კატეგორიაში, რომელთა რაოდენობაც საქსტატს ცალკე სვეტში აქვს მითითებული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით: „უნივერსიტეტებს განსხვავებული სისტემა აქვს. მაგალითად, ზოგიერთ უნივერსიტეტს ცალკე ჰყავს ასისტენტი, ასევე სამხატვრო აკადემიაში კონსერვატორიაში არის სპეციფიკური პროგრამები, სადაც გვყავს მუსიკის კლასმაისტერი და ა.შ. სწორედ ასეთი დასახელების მქონე სპეციალისტები იგულისხმებიან სხვაში.“

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია მითითებული, 2017-18 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში არსებულ კერძო და საჯარო უმაღლესი დაწესებულებების ძირითად შტატში 2 032 სრული პროფესორი; 3 826 ასოცირებული პროფესორი; 1 179 ასისტენტ-პროფესორი; 873 მასწავლებელი და 312 სხვა კატეგორიის პროფსორ-მასწავლებელი იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა შედარებით შემცირებულია. მეტი თვალსაჩინოებისთვის გაცნობებთ, რომ 2013-2014 სასწავლო წელს, როგორც კერძო, ისე საჯაროში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად შტატში სულ 2 276 პრფესორ მასწავლებელი ფიქსირდებდა. ანუ დღეს 45 პროფესორ-მასწავლებლით მეტი გვყავს ვიდრე 5 წლის წინ გვყავდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2016 წელს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება რომლის მიხედვითაც, მეცნიერის სტატუსი, ფუნქციები და უფლება-მოვალეობები მკვეთრად განისაზღვრა. კონკრეტულად, სამეცნიერო კვლევითი ერთეულებს, უნივერსიტეტების სასწავლო, სამეცნიერო საქმიანობასა და მართვაში მონაწილეობის მიღება სრულფასოვნად შეეძლებათ. აკადემიური პერსონალი, პროფესორები, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-მუშაკებისთვის 5 წელიწადში ერთხელ სავალდებულო გახდა ატესტაციის გავლა, რის შემდგომაც ისინი 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას შეძლებენ. ხოლო ატესტაციის ვერ გადალახვის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეუწყდებათ ან დაბალ საფეხურზე გადაინაცვლებენ. დაიწყეს თუ არა უმაღლესებმა კანონის იმპლემენტიაცია ჯერ უცნობია.

რა ელის მეცნიერს, რომელიც ატესტაციას ვერ გაივლის და რატომ ეწინააღმდეგებიან უმაღლესები მათი საბჭოს წევრობას

„ალბათ, ვიღაც ჭკვიანმა იფიქრა, –  პროფესორების  ტესტირებასაც ,,ნაეკი” ჩაატარებსო“

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური