GE

კიბერუსაფრთხოების უფასო ვორქშოფების სერია მშობლებისთვისა და სკოლის მოსწავლეებისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო თვისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ,,ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა – PEU-C-E-ის’’ ფარგლებში გაიმართება კიბერუსაფრთხოების უფასო ვორქშოფების სერია.

სამიზნე ჯგუფი: სკოლის მოსწავლეები, მშობლები
ღონისძიებების თარიღი:
19 ოქტომბერი – სესია მშობლებისთვის: 14:30 საათი
22 ოქტომბერი – სესია სკოლის მოსწავლეებისთვის: 14:30 საათი
შეხვედრის ადგილი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 82
სამუშაო ენა: ქართული
მომხსენებელი: პროფესორი ანდრო გოცირიძე

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

PEU-C-E – ,,ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა’’ ჟან მონეს პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში, მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვა ამბები 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური