GE

„კომპიუტერი აღარ იქნება ბავშვისთვის სათამაშო, იგი გადაიქცევა საკუთარი პროექტების შექმნის ინსტრუმენტად“ – IT აკადემია Step

საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია Step-ი 2019 იწყებს წინასწარ რეგისტრაციებს მცირე IT აკადემიის კურსზე.

IT აკადემია  Step-ის შესახებ:

IT აკადემია Step არის საერთაშორისო ბრენდი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალიზაციით. აკადემია არსებობს 1999 წლიდან და ამჟამად მსოფლიოს 18 ქვეყანაში 72-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი.

IT აკადემია STEP არის Microsoft-ის, Cisco-ს და Autodesk-ის ერთ–ერთი უმსხვილესი ავტორიზებული სასწავლო ცენტი.

ჩვენი სასწავლო პროგრამა 2017 წელს იოუნესკომ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საუკეთესო საგანმანათლებლო – მეთოდოლოგიურ მასალად აღიარა.

პროფესიული IT განათლება

მცირე IT აკადემია – ეს არის კომპიუტერული საგანმანათლებლო აკადემია 9-14 წლის ბავშვებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს მათ მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენონ კომპიუტერთან გატარებული დრო.

IT აკადემია STEP-ში მიღებული ცოდნა, ბავშვებს  მისცემს ტექნოლოგიურ განათლებას, განუვითარებს ალგორითმულ აზროვნებას და დაეხმარება მათ მომავალი პროფესიის არჩევაში.

კომპიუტერი აღარ იქნება ბავშვისთვის სათამაშო, იგი გადაიქცევა საკუთარი პროექტების შექმნის ინსტრუმენტად, რომელიც შეიძლება გაიზარდოს საერთაშორისოდ ცნობილი სტარტაპების დონემდე.

საინტერესო სასწავლო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს თავი მოსინჯონ:

  • თამაშების დეველოპერებად,
  • დამწყებ პროგრამისტებად,
  • რობოტოტექნიკის ინჟინრებად,
  • გამომგონებლებად,
  • ვებ-გვერდების შემქმნელებად,
  • კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებად,
  • დიზაინერებად,
  • 3D ანიმატორებად,
  • ფოტო-ვიდეო მემონტაჟეებად,
  • ვიდეო ბლოგერებად.

ვის შეუძლია სწავლა? – ყველას 8-დან 14-წლამდე

პროგრამებზე რეგისტრაცია ხდება როგორც ონლაინ ასევე აკადემიაში ადგილზე მისვლით. სტუდენტებთან სწავლის დაწყებამდე მოხდება ასევე ლექტორების გასაუბრებები.

იხილეთ IT აკადემია STEP-ის სასწავლო პროგრამები

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური