GE

კონგოს პარლამენტში სკოლის მოსწავლეები შეიჭრნენ და მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება მოითხოვეს

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში ასობით სკოლის მოსწავლე შეიჭრა. ამის შესახებ, ინფორმაცია Reuters-მა 21 ოქტომბერს გაავრცელა. მოსწავლეები მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდას მოითხოვენ, რათა აღდგეს სასწავლო პროცესი, რომელიც მასწავლებლების გაფიცვის გამო, 4 ოქტომბრის შემდეგ შეწყვეტილია.

,,ჩვენ გვინდა სწავლა… სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს“, – აცხადებენ მოსწავლეები.

ცნობისთვის, კონგოში მასწავლებლები სასწავლო წლის დასაწყისში, 4 ოქტომბერს გაიფიცნენ. პროტესტი 2 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება. ხელფასის მატებასთან ერთად, ისინი საპენსიო ასაკის შემცირებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური