GE

კონკურსის ორჯერ ჩაშლის შემდეგ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილი მინისტრის წარდგინებით მას შემდეგ  დაინიშნა, რაც რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი ორჯერ  შეჩერდა.

ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მისი ყოფილი ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე,  2018 წლის 16 მარტს, რესურსცენტრში ჩატარებული შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, თანამდებობიდან მინისტრის ბრძანებით   გაათავისუფლეს. ამ ხნის განმავლობაში რესურსცენტრს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური