GE

კონსტანტინე ჟღენტმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერებისთვის ლექცია გამართა

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ-სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, კონსტანტინე ჟღენტი.

იგი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების იუნკერებს შეხვდა და მათ მოლაპარაკების ხელოვნებაზე ესაუბრა. სტუმარმა ასევე ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მართვასა და მათი გადაჭრის ხერხებზე. ლექციის ბოლოს კონსტანტინე ჟღენტმა იუნკერების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური