GE

კორეაში მშობლებმა სკოლებში ჩაგვრისგან დასაცავად შვილებს ტატუებიანი, დაკუნთული „ბიძიები“ დაუქირავეს

სამხრეთ კორეაში სკოლის მოსწავლეების მშობლებმა ტატუებიანი, კუნთებიანი მამაკაცების დაქირავება დაიწყეს, რომელთა მოვალეობა ბავშვებისთვის სკოლაში გაყოლა და კლასელების ჩაგვრისგან დაცვაა. მათ „ყალბ ბიძიებად“ მოიხსენიებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, არსებობს მულტიფუნქციური კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს სხვადასხვა პაკეტებს სთავაზობენ, რათა მშობლებს ჰქონდეთ გარანტია იმისა, რომ სკოლაში ბავშვებს შეურაცხყოფას არავინ მიაყენებს. დღიური მომსახურების ფასი $ 450-დან $ 1,790-მდე მერყეობს. „ბიძია“ არის 30-40 წლის მამაკაცი, რომელიც მოსწავლეს სკოლაში დაყვება და იცავს მას.

უჩვეულო ახალი სამსახური, რომელიც ლეგალურ ნაცრისფერ ზონაშია, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მიწისქვეშა დაჯგუფებებთან და შიშთან, რომ სკოლებში ჩაგვრას მოსწავლეები თვითმკვლელობამდე მიჰყავს.  სუიციდი კი კორეელი ახალგაზრდების გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ჩიკაგოელ მკვლევართა აზრით, ეს მკაცრი აკადემიური გარემოსა და მოსწავლეებში დიდი კონკურენციითაა გამოწვეული.

ნოჰ იონ-ჰო სეუელი ადვოკატია, რომელიც 2012 წლიდან სკოლაში ძალადობის ფაქტებს სწავლობს და ღიად საუბრობს მოზარდებში მუქარის შემთხვევებზე. ის იხსენებს მისი კლიენტის ვაჟზე ძალადობის ფაქტს, როცა მას თავზე ცარიელი პარკის ჩამოცმას აიძულებდნენ.

კორეის განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს 2013 წლის მონაცემებით, 10-დან 1 მოსწავლე ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლია.

მას შემდეგ მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის, თუმცა ვარაუდობენ, რომ „ყალბ ძიძებზე“ მოთხოვნა გაიზრდება.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: educationtechpro.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური