GE

კორონავირუსის შემთხვევების გამო, აჭარაში დახურულია 16 სკოლა, 33 კლასი კი დისტანციურ რეჟიმზეა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, აჭარაში დახურულია 16 სკოლა, 33 კლასი კი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის განმარტებით, გუშინ დადასტურებული შემთხვევების გამო შვიდი კლასი ონლაინ რეჟიმზე გადაიყვანეს.

გოჩა დავითაძის თქმით, ყველა შემთხვევაში ვირუსი მოსწავლეს დაუდასტურდა, ამიტომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით სკოლის დროებით დახურვა აუცილებელი არ გახდა.

გუშინ აჭარაში 6 სკოლა დაიხურა, სამი ბათუმში, სამი კი ქობულეთში.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური