GE

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევის გამო, თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღი დაიხურა და როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, საუბარია ორზე მეტ ბაღზე.

უწყების ინფორმაციით, ზუსტი რაოდენობა თუ რამდენი საბავშვო ბაღია დახურული და რომელია ეს ბაღები, სავარაუდოდ ხვალ დაზუსტდება, რადგან ინფორმაციის მიღება ახლაც მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დახურულია მე-100 და 45-ე ბაღები. ასევე, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, დაიხურა მე-15 საბავშვო ბაღიც.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, შემთხვევები გამოვლენილია აღსაზრდელებში, რომელთაც მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ დაუდასტურდათ კორონავირუსი.

დღეს მოქმედი პროტოკოლით, ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიური სამსახური ასეთ შემთხვევაში მთლიან ბაღს ხურავს და არა ცალკეულ ჯგუფს. რეკომენდაცია ითვალისწინებს, რომ დაწესებულებაში კოვიდ19-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დაიხუროს საკარანტინე ვადით. რაც შეეხება კონტაქტში მყოფ პირებს, ისინი იზოლაციაში გადადიან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს დაიწყო.

ასევე იხილეთ:

ცნობილია ვისთვის განახლდება სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან დასწრებულ რეჟიმში – საბჭოს გადაწყვეტილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური