GE

კოსტა ხეთაგუროვის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტის რექტორის ოსურ ენაზე თარგმნილი მოთხრობები სტუმრებს დაურიგდა

კოსტა ხეთაგუროვის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით სახალხო ზეიმი გაიმართა სოფელ არეშფერანში.

ღონისძიებაზე გაიმართა ტრადიციული დოღი, ოსური ტრადიციით სტუმრების დახვედრის ცერემონიალი და სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს და მონაწილეებს დაურიგდათ გორის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ოსურ ენაზე თარგმნილი მოთხრობების კრებული “მესაფლავენი”.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, მთავრობის წევრები და სტუმრები ჩრდილოეთ ოსეთიდან-ალანიიდან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი