GE

კოვიდ 19-ის გავლენა ტურიზმზე – პროფესორმა სიმონ კარუანამ იბსუ-ს სტუდენტებისთვის ვორქშოფი ჩაატარა

ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის ორგანიზებით, 27 სექტემბერს, მალტის ტურიზმის ინსტიტუტის მენეჯერმა, პროფესორმა სიმონ კარუანამ ჩაატარა ვორქშოფი – „კოვიდ 19-ის გავლენა გართობის ინდუსტრიაზე.“

შეხვედრაზე სპიკერმა ისაუბრა კოვიდ-19 -ის გავალენაზე ტურიზმის სექტორზე, გამოწვევებზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა სექტორი, კონკრეტულად გართობის ინდუსტრია. აგრეთვე, სიმონ კარუანამ ვორქშოფის მონაწილეებს გააცნო მსოფლიო ტურიზმის ახალი ტენდენციები პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე.

„იბსუ აგრძელებს ტრადიციას, ამიტომაც შეუერთდა მსოფლიო ტურიზმის დღეს 2021-თან დაკავშირებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოწოდებას ,,Tourism for Inclusive Growth” და ჩაატარა ვორქშოფი. უნივერსიტეტის ქართული და ინგლისურენოვანი ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მონაწილეობით ყოველწლიურად მრავალი ღონისძიება იმართება. პანდემია კოვიდ-19 გამოწვევების მიუხედავად, მიმართულების სტუდენტები აქტიურად ერთვებიან საუნივერსიტეტო სივრცეში თუ ვირტუალურ გარემოში დაგეგმილ ღონისძიებებში“, -აღნიშნა იბსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ეკა დევიძემ.

27 სექტემებრს ტურიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური