GE

კსუ 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობას აცხადებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას აცხადებს.

იხილეთ რომელ პროგრამებზე გამოყო ვაკანტური ადგილები კსუ-მ.

შეგახსენებთ, რომ მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 2019 წლის 17 იანვრის 12:00 საათიდან 1-ლი თებერვლის 18:00 სთ-მდე.

სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია უნივერსიტეტში გაიაროს რეგისტრაცია 7 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს დოკუმენტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური