GE

კსუ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობას აცხადებს

კსუ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობას აცხადებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;
  • ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი.

საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV სემესტრებში. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს)

დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო და სადაქტორი პროგრამებზე არსებულ ვაკანტურ ადგილებზე იხილეთ ბმულზე.

მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე 25 ივლისიდან 16 აგვისტოს 18 საათამდე .

სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 3 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

სამაგისტრო პროგრამებზე:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში. სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტი.
ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

სადოქტორო პროგრამებზე:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი.
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დოკუმენტი;
სამოტივაციო წერილი, რომელიც მოიცავს კანდიდატისთვის საინტერესო საკვლევი თემის აქტუალობისა და მნიშვნელობის დასაბუთებას;
დარგის სპეციალისტთა ორი რეკომენდაცია;
ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის სერტიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი და დასრულებული აქვს ინგლისურ ენაზე.
ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური