GE

კსუ აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე – „პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნება და მენეჯმენტი“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასერტიფიკატო კურსზე –  „პოლიტიკური იმიჯის შექმნის ხელოვნება და მენეჯმენტი“.

კსუ გთავაზობთ უნიკალურ, მაღალი დონის ლექტორებისა და ტრენერების მიერ შემუშავებულ პროგრამას.

ტრენინგკურსი დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული თქვენ მიერ შერჩეულ პროფესიაში.

ტრენინგკურსის ფარგლებში მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნას, მოხვდებით სტაჟირებაზე როგორც საქართველოს პარლამენტსა და საჯარო დაწესებულებებში, ისე კერძო სტრუქტურებში, სწავლის დასრულების შემდეგ კი განახორციელებთ რეალურ პროექტს.

კურსს გაუძღვებიან ლექტორები: თამარ ჩიბურდანიძე, თამარ კიკნაძე, პეტრე მამრაძე, ელისო ჩაფიძე, ვახტანგ მაისაია, თემურ მაისურაძე, ნინო მინდიაშვილი, მირანდა აბრამიშვილი, ჯაბა სამუშია და მარჩინ ალეინიკი.

დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შინაარსის, ვადებისა და საფასურის შესახებ იხილეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური