GE

კსუ-ის დეკანი დერმატოლოგიის, კოსმეტოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მეხუთე ევრაზიულ კონგრესზე წარდგა

15-16 ივნისს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დეკანი ლალი მეკოკიშვილი დერმატოლოგიის, კოსმეტოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მეხუთე ევრაზიულ კონგრესს მიწვეული სპიკერისა და სამეცნიერო სესიის თავმჯდომარის ამპლუით დაესწრო.

კონგრესზე ქალბატონმა ლალი მეკოკიშვილმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: „როზაცეა სწორი შეფასებიდან ეფექტურ მკურნალობამდე“.

აღნიშნულმა მოსხენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებასა და მომხსენებელს შორის გამართულ დისკუსიაზე აისახა.
მეხუთე ევრაზიულ კონგრესს დარგის ლიდერები 30-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და ისრაელიდან ესწრებოდნენ.

შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, კსუ-ის დეკანმა ლალი მეკოკიშვილმა პროფესორებთან შეხვედრები გამართა.

დერმატოლოგიის, კოსმეტოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის კონგრესი ყოველწლიურად იმართება და მისი ორგანიზატორია ყაზახეთის დერმატოლოგთა საზოგადოება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური