GE

კსუ-ის დოქტორანტებშა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვეს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებმა – ალექსანდრე რუსეცკიმ და მაია ურუშაძემ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვეს.

2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში ალექსანდრე რუსეცკიმ თემა – „აფხაზეთის კონფლიქტის კომპლექსური სისტემის ინტერდისციპლინარული შედარებითი ანალიზი ინოვაციური 4D‐ RAV‐17 მეთოდით“, ხოლო მაია ურუშაძემ – „გარე პროპაგანდისტული ზეწოლების შედეგად აღმოცენებული შიშის ფაქტორის გავლენა მცირე ქვეყნების პოლიტიკაზე“ – წარადგინეს.

აღსანიშნავია, კსუ-ის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტისა და პოლიტიკური კვლევების ლაბორატორიის ჩართულობა ნაშრომთა მომზადების პროცესში, ასევე მნიშვნელოვანია კონსულტანტების როლი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სამეცნიერო ნაშრომთა საბოლოო ფორმირებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური