GE

კსუ-ის ინდოელმა სტუდენტებმა ტერაქტის შედეგად დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს

კსუ-ის ინდოელმა სტუდენტებმა ტერაქტის შედეგად დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს.  თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ (თავმჯდომარე – დარისპან პრაშერი) ორგანიზებით, კსუ-ის ინდოელმა სტუდენტებმა პატივი მიაგეს 14 თებერვალს, პულვამას ოლქში (ჯამუ და ქაშმირი, ინდოეთი) განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამხედროების ხსოვნას.

ინდოეთში აღნიშნული ტერაქტის შედეგად 40-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა სამხედრო კოლონის გვერდით ააფეთქა. დაჯგუფებამ, რომელმაც ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ქაშმირის პაკისტანისთვის მიერთებას მოითხოვს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური