GE

კსუ-ის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ზაპოროჟიეს უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა – ალექსანდრე რუსეცკიმ უკრაინის ზაპოროჟიეს ნაციონალურ უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა.

მოხსენებაში პროფესორი სიმ-მეთოდის მნიშვნელობასა და მისი დანერგვის საკითხებზე საუბრობს, რაც საბოლოო ჯამში, სასწავლო პროცესის ეფექტურობის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. შეთავაზებულმა მეთოდმა ზაპოროჟიეს ნაციონალურ უნივერსიტეტში დიდი ინტერესი გამოიწვია და მისი შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება დაიგეგმა.

ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის – ალექსანდრე რუსეცკის თქმით, ზაპოროჟიეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ჩატარებული ლექციის შემდგომ, პრაქტიკული სამუშაოები კვლავ გრძელდება, რაც ლექციის მონაწილეებთან დისტანციურ-ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს.
სწორედ ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ 20 თებერვლიდან ზაპოროჟიეს ნაციონალური უნივერსიტეტის 6 დოცენტს, აღნიშნული მეთოდის შესახებ ონლაინ- კონსულტაციები ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ კსუ-სა და უკრაინის ზაპოროჟიეს ნაციონალურ უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული. კსუ-ის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის – ალექსანდრე რუსეცკის ვიზიტისა და კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ კი ამ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოითქვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური