GE

კსუ-ის კანცლერს ბაქოს „ოდლარ იურდუს“ უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს ბაქოს „ოდლარ იურდუს“ უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა. ვახტანგ წივწივაძეს დიპლომი და სიმბოლური საჩუქრები უნივერსიტეტის რექტორმა ახმედ ვალიევმა გადასცა.

ღონისძებას პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, საპატიო პროფესორის წოდების მინიჭების შემდეგ, დამსწრე აუდიტორიას მიმართა. მან ყურადღება უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და მიღებული წოდების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტექნიკურ-მატერიალური ბაზა, საგანმანათლებლო პროგრამები და პრიორიტეტები გააცნო აუდიტორიას ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოსა და აზერბაიჯანის კონგრესის ხელმძღვანელმა ალი ბაბაევმაც მიმართა.

„ოდლარ იურდუს“ უნივერსიტეტის რექტორს სიმბოლური საჩუქრები ვახტანგ წივწივაძემაც გადასცა.

ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა ბაქოს „ოდლარ  იურდუს“ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მონაწილეობა „ნოვრუზ ბაირამის“ სადღესასწაულო ღონისძებებში მიიღეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური