GE

კსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დოქტორმა ბანკიმ ჯანიმ საჯარო ლექცია ჩაატარა

5 ნოემბერს, კსუ-ის საკონფერენციო დარბაზში, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან, დოქტორმა ბანკიმ ჯანიმ, DMRE (რადიოლოგია) საჯარო ლექცია – „სუპერ რიდინგი – ჭკვიანური და მეცნიერული ხერხი შენი აკადემიური და დიაგნოსტიკური უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად “ (“Super Reading – a Smart and Scientific Way to Improve Your academic and Diagnostic Skills“) ჩაატარა.

ბანკიმ ჯანიმ ლექცია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით წარმართა და ისეთ საკითხებს შეეხო, როგორიცაა: ემოციების როლი და მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, უნარი დავიმახსოვროთ ან სწრაფად დავივიწყოთ მიღებული ინფორმაცია და სტუდენტებს აუხსნა, რა შემთხვევაში და როგორ იზრდება ახალი ინფორმაციის დამახსოვრების პროცენტული მაჩვენებელი. მომხსენებელმა მხედველობის სისტემის პერიფერიულ ორგანოზე – თვალზეც ისაუბრა. მისი თქმით, მცირე ზომის მიუხედავად თვალი იდეალურადაა მოწყობილი. ის დაკავშირებულია ადამიანის ტვინთან, რომელიც უმოკლეს დროში უზარმაზარ ინფორმაციას ამუშავებს და ცნობიერ ნაწილს აწვდის ინფორმაციას.

ბანკიმ ჯანიმ ლექციის მსვლელობისას კონკრეტული მაგალითებიც განიხილა, სტუდენტების აზრი მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური