GE

კსუ-ის მესამე კურსის სტუდენტმა ზუგდიდის რაიონის საზღვრისპირა სოფელში სემინარი ჩაატარა

13 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტმა გიორგი მორგოშიამ, ზუგდიდის რაიონის საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში სამეცნიერო სემინარი თემაზე – „დასავლეთის გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია საქართველოსადმი (2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ)“ – ჩაატარა.

მომხსენებელმა, საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ სემინარზე, რომელსაც XI-XII კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, იმ მნიშვნელოვან გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

ღონისძიების ორგანიზატორის თქმით, სემინარი პოლიტიკურ და სახელმწიფო დონეზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განსაზღვრა-ჩამოყალიბებაში ახალგაზრდების როლის გაზრდის მიზნით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მორგოშია კსუ-ში არსებული შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის (USACA) საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური