GE

კსუ-ის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული სატელევიზიო პროექტი აჭარის ტელევიზიის ეთერში გავა

“დღემდე მოტანილი ისტორია“ – ამ გზავნილით კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 60 წლის იუბილეს ეხმაურება.

ცენტრში დაცული ისტორიული დოკუმენტების, წიგნების, ხელნაწერებისა და საზოგადო მოღვაწეთა მემორიალური ნივთების შესახებ მომზადებული შვიდი ვიდეორგოლი აჭარის ტელევიზიის ეთერში, დაახლოებით, 20 ივნისიდან გავა.

კსუ-ის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული სატელევიზიო პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძესა და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, ნატა იმედაიშვილს გადასცა.

შეხვედრისას მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ ტელევიზიის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში დადგეგმილ ღონისძიებებსა და მიმდინარე პრიორიტეტებზე მიაწოდა ინფორმაცია. ხელმძღვანელის მოადგილემ, სულხან მელაძემ ხელნაწერთა ერვნული ცენტრის 60 წლისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლების სპეციფიკაზე, მიზნებსა და დანიშნულებაზე გაამახვილა ყურადღება.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, დაახლოებით, ორი წლის წინ გააფორმა. აღნიშნული მემორანდუმი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ტელევიზიაში პრაქტიკის გავლას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ცენტრის ბაზაზე მომზადებული ფილმებისა და სიუჟეტების აჭარის ტელევიზიისთვის მიწოდებას გულისხმობს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული აქვს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთანაც. 2018 წლის 4 აპრილის დოკუმენტი უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში არსებული ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსის ეფექტურად გამოყენებას, საგანმანათლებლო-კვლევითი ღონისძიებების გახორციელებასა და ერობლივი მედიაპროექტების შექმნას ითვალისწინებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური