GE

კსუ-ის მულტიმედია ცენტრში სტუდენტების მიერ მომზადებული რადიო-ფილმების პრემიერა შედგა

5 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში, სტუდენტების მიერ მომზადებული რადიო-ფილმების პრემიერა შედგა, რომელსაც კანცლერი – ვახტანგ წივწივაძე, რექტორის მოადგილე – მარინა გედევანიშვილი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი – ზაზა ცოტნიაშვილი და მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე ესწრებოდნენ.

რადიო-ფილმების მომზადება უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ორთვიანი ტრენინგის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც სოფიო კიკვაძე და ნინო ჭალაგანიძე უძღვებოდნენ.

ტრენინგი „რადიო, როგორც მულტიმედია რესურსი“ 2 აპრილიდან 2 ივნისამდე გაგრძელდა, რომელიც 3 ეტაპს მოიცავდა: „მეტყველების კურსი“; „ტექსტის მომზადება, ჩაწერა და ინტონაციებზე მუშაობა“; „მუშაობა რადიო-დოკუმენტალისტიკაში და რადიო-ფილმების მომზადება“.

როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, ჟურნალისტიკის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტის, თინათინ მკალავიშვილის რადიო-ფილმის „კენჭების“ ჩვენების შემდეგ, კსუ-ს კანცლერის, ვახტანგ წივწივაძის გადაწყვეტილებით, ფილმის პერსონაჟი ელენე ლუხუტაშვილი 1000 ლარით დაფინანსდა.

ღონისძიების დასასრულს ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური