GE

კსუ-ის მულტიმედია ცენტში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის შეხვედრა გაიმართა

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ადგილობრივი, ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსახლეობის მხარდაჭერისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტში, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა-„მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა.

შხვედრას სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან მოწვეული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში პროგრამის მონაწილეება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის თაობაზე, ხელშეკრულების რეალიზების მიმდინარეობის პროცესის შესახებ ისაუბრეს.

ამ პროცესში, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის როლზე, მოწვეულ სტუმრებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლათფორმის თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი ესაუბრა და განმარტა, რომ ეთნიკური უმცირესობების ინფორმაციულ უზრუნველყოფაში,დიდი როლი აქვს პირველ რუსულენოვან რეგიონულ მაუწყებლს, „TOK-TV“-ის, რომელიც მისი თქმით ღია პლათფორმაა, დაინტერესებული აქტიური ორგანიზაციებისათვის.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეები შეთანხმდენენ, რომ თანამშრომლობას შემდგომშიც გააგრძელებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური