GE

კსუ-ის პროფესორმა ალექსანდრე რუსეცკიმ სტუდენტებს საავტორო პროექტი – ,,სიმ – მეთოდს“ გააცნო

რუსულ-სომხური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა – ალექსანდრე რუსეცკიმ, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა და თემით დაინტერესებული საზოგადოებისათვის ლექცია ჩაატარა.

შეხვედრის ძირითადი თემა – პროფესორის საავტორო პროექტს – ,,სიმ – მეთოდს“, როგორც პროფესიული ბედნიერების მიღწევის გზას შეეხებოდა. აღნიშნული მეთოდი სასწავლო პროცესის ეფექტურობის ზრდის შესაძლებლობას იძლევა, სწორედ ამიტომ სიმ-მეთოდის მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საუნივერსიტეტო მასშტაბით, ,,სიმ – მეთოდით“ დაინტერესება და გამოხმაურება საკმაოდ დიდია. უმაღლესი სასწავლებლები მეთოდის სასწავლო პროცესში დანერგვასა და გამოყენებას აქტიურად ცდილობენ.

ლექციის დასკვნითი ნაწილი, კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ლექცია ორ უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური