GE

კსუ-ის ქვიზ ტურის გამარჯვებული გუნდი ბრაჰმანების კასტა გახდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გრძელდება ინტელექტუალური თამაშები. საშემოდგომო სეზონის პირველი ქვიზ ტური 6-6 სტუდენტით დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა ითამაშა.

თამაშის თემა – „არტ-გენი საქართველო“ იყო და ის, 6 ეტაპისგან შედგებოდა. ქვიზ ტური სხვა თემატიკებთან ერთად აერთიანებდა კითხვებს გერბების, სიმღერების, ტოპონიმების, ფსევდონიმებისა და სამზარეულოს შესახებ.

ქვიზ ტურის პირველი თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, იმის მიუხედავად რომ თამაშის მსვლელობისას ლიდერი გუნდი სამჯერ შეიცვლა, საბოლოო შედეგებით გამარჯვება „ბრაჰმანების კასტამ“ მოიპოვა და ინტელექტკლუბისგან ფულადი პრიზიც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბი თამაშებს პერმანენტულად ატარებს. კლუბმა სეზონის ფარგლებში „რა? სად? როდის?“ პირველი თამაში 6 ოქტომბერს ჩაატარა, სადაც ორ დაწინაურებულ გუნდს შორის ერთი „ბრაჰმანების კასტაა“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური