GE

კსუ-ის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მოიპოვა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ერეკლე ჭულუხაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაწესებული ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მოიპოვა.

ერეკლე ჭულუხაძემ ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მაღალი აკადემიური მოსწრებისა და აფხაზეთის თემატიკაზე გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე მოიპოვა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინა. („აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი საქართველოში“).

აღსანიშნავია, რომ სტიპენდია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს ითვალისწინებს, საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამებიდან მხოლოდ ერთ სტუდენტზე გაიცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური