GE

კსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები ქეთევან ციხელაშვილს შეხვდნენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყების დღეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანაწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს შეხვდნენ.

მინისტრმა სტუდენტებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ხედვები და მიდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო.

სტუდენტებმა კი მინისტრს კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრისას ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ თავისი გულწრფელობითა და საინტერესო ინიციატივებით სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრის უნივერსიტეტში ვიზიტი და საჯარო ლექციის ჩატარება დაიგეგმა.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტები მინისტრს კსუ-ის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე რუსეცკის ხელმძღვანელობით შეხვდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური