GE

კსუ-ის საფეხბურთო გუნდმა თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანების ნაკრები დაამარცხა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლის სეზონის გამართულ მატჩში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანების ნაკრებს დაუპირისპირდა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, კსუ-ის ფუტსალის ფეხბურთელებისათვის შეხვედრა წარმატებული გამოდგა. პირველი გოლი, მესამე წუთზე, ნიკოლოზ გორდულაძემ გაიტანა, რასაც თევდორე მაყაშვილის, მერაბ ბოლოთაშვილის, ბექა ყარსიმაშვილის, ზურაბ ფიჩხაძისა და ილია მოდებაძის გოლები მოჰყვა. მატჩის საბოლოო ანგარიში 6:2 – კსუ-ის სასარგებლოდ დაფიქსირდა.

მატჩის დასასრულს, ტრადიციულად, ორივე გუნდიდან თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. კსუ-ის მხრიდან ეს გამარჯვება გუნდის მწვრთნელმა და მცველმა ილია მოდებაძემ მოიპოვა.

გუნდს უახლოესი თამაში 25 თებერვალს პსპ ფარმას ნაკრებთან აქვს ჩანიშნული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური