GE

კსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს გაეცნენ

კსკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, იურიდიული საზოგადოების ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი საბჭოს წევრი – ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა.

აღნიშნული შეხვედრა კსუ-ის კარიერული განვითარებისა და იურიდიული სამსახურის, ასევე სამართლის ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაზე, ირაკლი ყანდაშვილმა, ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები მიმოიხილა და შეკრებილ სტუდენტებს, ადვოკატის პროფესიაში შესვლის ახალი წესი გააცნო, რომელიც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

აღნიშნული ცვლილებებით, განისაზღვრა და კონკრეტულად გაიწერა სავალდებულო ერთწლიანი პროფესიული სტაჟირება, რომელიც ამ ცვლილებების თანახმად ორ ნაწილად დაიყო: ადვოკატთა ასოციაციის ბაზაზე – სამთვიან თეორიულ და მენტორ-ადვოკატთან – ცხრათვიან სტაჟირების პერიოდად.

ირაკლი ყანდაშვილმა შეკრებილ სტუდენტებს სამთვიანი თეორიული სწავლების ის ხუთი მიმართულება წარუდგინა, რომლის გავლა როგორც დამწყებ, პროფესიაში შესვლის მსურველ კანდიდატებს, ასევე ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებსაც მოეთხოვებათ:

  • რიტორიკა;
  • მართლწერა;
  • პროფესიული ეთიკა;
  • ბიუროს მართვა;
  • პრაქტიკული უნარები.
  • შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა – პასუხის ფორმით წარიმართა, სადაც სტუდენტებმა
  • დამატებითი შეკითხვები დაუსვეს მომხსენებელს.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური