GE

კსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების გუნდი იმიტირებული პროცესების გამარჯვებულია

12 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფისა“ და „თქვენი ადვოკატის“ მიერ ორგანიზებული ჩემპიონატი იმიტირებულ სისხლის სამართლის პროცესებში გაიმართა. ჩემპიონატში სხვადასხვა გუნდთან ერთად, მონაწილეობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდი იღებდა (ეთერ ჩაჩუა, ნინო ჭუმბურიძე, მარიამ ბოჭორიშვილი, ვაჟა შუბითიძე, გიორგი ხუსკივაძე, თამარ ძიმცეიშვილი).

კსუ-ის სტუდენტებმა სამი წარმატებული პროცესის შემდეგ, ფინალურ პროცესშიც შეძლეს გამარჯვება, პროექტის საუკეთესო ადვოკატი კი კსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ხუსკივაძე გახდა.

აღსანიშნავია, რომ პროცესების პერიოდში კსუ-ის გუნდი როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს წარმოადგენდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური