GE

კსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესები ჩაატარეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, კსუ-ის სამართლის ფაკულტეტის მესამეკურსელმა სტუდენტებმა, იმიტირებული სასამართლო პროცესების დროს ამხანაგობის, ავარიისა და საქმის წარმოების შეჩერების კაზუსები განიხილეს.

სტუდენტები, ,,სამოქალაქო საქმეთა განხილვა სასამართლოში“ და ,,სამოქალაქო სამართლის პროცესი“ – საგნების ფარგლებში,  ჯგუფებად გადანაწილდნენ და სამოქალაქო სამართალში, კსუ-ის მოწვეული პროფესორის ზურაბ ჭყონიას ხელმძღვანელობით, რეალურ საქმეებზე, მოვლენებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, სამი სასამართლო პროცესი ჩაატარეს.

ზურაბ ჭყონიას თქმით, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე, ყველაზე უკეთ ჩანს როგორი ცოდნა დააგროვა სტუდენტმა ამა თუ იმ სასწავლო დისციპლინაში და რა უნარ-ჩვევები გაიუმჯობესა კურსის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ კსუ-ში პრაქტიკული კომპონენტის წინ წამოწევასა და გაუმჯობესებას სასწავლო პროგრამებისა  და საგნის სილაბუსების მომზადების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

იმიტირებული სასამართლო პროცესის დასასრულს, კსუ-ის სტუდენტები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური