GE

კსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია მოიპოვეს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მარიამ ბოჭორიშვილმა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა მარიამ გელაშვილმა „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია მოიპოვეს.

10 ოქტომბერს, სტუდენტებს სტიპენდიის დამადასტურებელი სერტიფიკატები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელმა როინ მიგრიაულმა გადასცეს.

„მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობით სტიპენდიაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდა:

  • კანდიდატთა მიერ გამოგზავნილი დოკუმენტების განხილვა და კონკურსანტთა შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: კანდიდატის აკადემიური მოსწრება; კანდიდატის სამართლის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა;
  • კანდიდატის სამოტივაციო წერილი.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური