GE

კსუ-ის სრტუდენტებთან სადაზღვევო კომპანიამ „ალდაგი“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მოქნილი სამუშაო გრაფიკი, მზარდი ანაზღაურება, მეგობრული გარემო, საინტერესო და სახალისო ტრენინგები – ეს იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ადამიანური რესურსის მართვის განყოფილების წარმომადგენლებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს არსებული ვაკანსიების პირობები გააცნეს და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

,,ალგადის“ HR განყოფილების წარმომადგენელმა ანა სურმანიძემ შეკრებილ სტუდენტებს სააგენტო ქსელის სტრუქტურა და onjob.ge პლატფორმა გააცნო. მისი განცხადებით, აღნიშნულ გვერდზე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ონლაინ აგენტად დარეგისტრირდეს და სახლიდან გაუსვლელად იმუშაოს.

შეხვედის ბოლოს, კომპანიის წარმომადგენლებმა სპეციალური სააპლიკაციო ფორმები დაარიგეს, რომლის შევსებაც ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს შეეძლო. მონაცემების დამუშავების შემდეგ, მათ გასაუბრებაზე მოიწვევენ და საშუალება მიეცემათ ტრენინგებისა და შიდა გამოცდის საფუძველზე კომპანიის თანამშრომლები გახდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური