GE

კსუ-ის სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს პროფესიული ტური კლინიკების ქსელ “დენსიში” ჩაუტარდათ

კსუ-ის კარიერული განვითარების სამსახურისა და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის – ლელა წიტაიშვილის ინიციატივით, პროფესიული ტურის ფარგლებში, სტომატოლოგიის სპეციალობის ქართველი და უცხოელი 20-მდე სტუდენტი, სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ – ,,დენსის“ სტუმრობდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეხვედრა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.

პროფესიული ტურის დროს, სტუდენტებმა სტომატოლოგიური კლინიკის ბაზა და აპარატურა დაათვალირეს. კლინიკის ექიმებმა, სტომატოლოგ-ორთოპედებმა – ზურა იაკობიშვილმა და თამთა თევზაძემ, სტუდენტებს ცერეკის აპარატის უნიკალური შესაძლებლობები გააცნეს. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, ექიმების მეთვალყურეობით, პრაქტიკაში გამოეცადათ აპარატი და კონკრეტული მანიპულაციები შეესრულებინათ.

შეგახსენებთ, რომ კსუ-ის კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული ხასიათის ტურები სხვადასხვა ფაკულტეტისა და სპეციალობის სტუდენტებისათვის, პერმანენტულად ტარდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური