GE

კსუ-ის სტუდენტები „იურიდიულ კლინიკაში – ჩემი ადვოკატი“ პრაქტიკული კურსის გავლას შეძლებენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ქ. თბილისის მერიის „იურიდიულ კლინიკაში – ჩემი ადვოკატი“ პრაქტიკული კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ.

24 მარტს უნივერსიტეტმა „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრთან“ ხელშეკრულება ორი წლის ვადით გააფორმა.

დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს დირექტორმა მარინა ბერაძემ მოაწერეს. ცერემონიას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი ილია წიკლაური, ცენტრის დირექტორის მოადგილე ავთანდილ ხარატი და სტუდენტები ესწრებოდნენ.

მარინა ბერაძემ შეხვედრისას შემდგომი თანამშრომლობის დეტალები მიმოიხილა, სტუდენტებს პრაქტიკის მნიშვნელობაზე ესაუბრა და პროფესიული რჩევები მისცა.

პრაქტიკის ფარგლებში, სტუდენტები სამართლებრივი დახმარების გაწევას, სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების შედგენას, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელებას, სტატისტიკის მომზადებასა და სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენას შეძლებენ.

სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები პრაქტიკულ კურსს მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

კურსს „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“-ს დირექტორის მოადგილე ავთანდილ ხარატი გაუძღვება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური